Article 10^1. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება
1. ნავთობის ეროვნულ კომპანიას სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ ფართობზე, რომელზედაც არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება და დაწყებული არ არის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
2. სააგენტო ნავთობის ეროვნულ კომპანიას ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლებას მიანიჭებს, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის შემუშავებულ პროექტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი მიენიჭება.
