1.მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.
2.უწყებათა და არასახელმწიფო ბიბლიოთეკათა ხელმძღვანელებს ნიშნავენ მათი დამფუძნებლები. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1627 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
