1.სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან მათ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება.
2.სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდების დაცვასა და გამოყენებას. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294 საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6907 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
