1.ბიბლიოთეკების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა.
2.ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მასში შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).
3.ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაციის წესსა და პირობებს ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
4.რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1627 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
