1.მუზეუმი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისად იურიდიული პირის სტატუსს იძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირების მომენტიდან.
2.საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.
3.მუნიციპალიტეტის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ მართვაში არსებულ მუზეუმებს. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1978 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
