ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
Article 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, აგრეთვე მათი ავტორიზაციის სავალდებულოობას. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებს.
