1.დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2.მუნიციპალიტეტი ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულება დააფუძნოს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
