ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
Article 26. დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი
1. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
2. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს: ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს; ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების შემოწმებასა და შეფასებას; გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას.
