ინოვაციების სფეროში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციებია: ა) ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების ეკოსისტემების განვითარების კოორდინაცია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორებს შორის; გ) ინოვაციური საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
Article 4. საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციები ინოვაციების სფეროში
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 24 Jun 2025
