For information only — not legal advice.
სააგენტოს ფუნქციებია: ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი; გ) ამ კანონის მე-11 და 11 1 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება; დ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ 1 ) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ე) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა; ზ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით; თ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა; თ 1 ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრ ულება; თ 2 ) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ი) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Closest in meaning — including in other laws