საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.მოსარგებლეს, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მფლობელობა შეუწყდება სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების ანაზღაურების მომენტიდან.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მისაღებად სახელმწიფოს მიმართ სარჩელის წარდგენის უფლება აქვს როგორც მოსარგებლეს, ისე მესაკუთრეს (საცხოვრებელი სადგომის ღირებულების ანაზღაურების შესახებ სარჩელი).
3.მესაკუთრე უფლებამოსილია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომის ღირებულება. ასეთ შემთხვევაში მასზე გადავა სახელმწიფოსაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
These lawyers work in the legal area related to this article.