Article 42
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან და მოქმედებს მასში აღნიშნულ დრომდე, მაგრამ არა უგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებისა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.
3. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე დეკრეტს დასამტკიცებლად წარუდგენს ახლადარჩეულ პარლამენტს მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხების შესახებ ძალას კარგავს, თუ ახლადარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
