Article 45
1. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.
2. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.
3. ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ანდა განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №915 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.26
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
