1.თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.
