1.შემთანხმებელი კომისია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. შეთანხმებული ტექსტის შემუშავების დროს შემთანხმებელი კომისია ცალ-ცალკე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილებაში მოცემულ თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით. შემთანხმებელი კომისია არ არის შეზღუდული დადგენილებაში მოცემული შენიშვნებით, ამასთანავე, შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტი არ უნდა ეწი-ნააღმდეგებოდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმუ-ლი შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძირითად პრინციპებს.
