Article 8
1. დაუშვებელია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიერ თავიანთ უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მათ განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.
2. დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით არის გათვალისწინებული, ან კონსტიტუციისა და ორგანული კანონის თანახმად საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.
3. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან ბრძანებულებით არის გათვალისწინებული. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 თავი II ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
