Article 12. გარემოს დაცვის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები
1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენციათა გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმებია: ა) გარემოსდაცვით ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები); ბ) ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა (სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობისა); გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბი (ტრანსსასაზღვრო, რეგიონთაშორისი, რეგიონალური ან ლოკალური მნიშვნელობისა); დ) დაცული ტერიტორიების დაქვემდებარების დონე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვრება ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით. დაუშვებელია წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური ოდენობის შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ჯამურ ოდენობასთან შედარებით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6898 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
გარემოს დაცვის შესახებ
