Article 21. გარემოსდაცვითი მოთხოვნები პრივატიზაციის პროცესში
1. პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება იმ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს.
2. საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ობიექტის პრივატიზებამდე განხორციელებული საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება პრივატიზებული ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. პრივატიზებულ სამეურნეო ობიექტებზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, საქმიანობის ეკოლოგიური რისკის დადგენის, ჩასატარებელი გამწმენდ-აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შეიძლება ჩატარდეს გარემოსდაცვითი აუდიტი სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. თავი VI. (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406
