1.გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით (თაფლი, გარეული ფუტკრის ცვილი და სხვა) სარგებლობა დაშვებულია, როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის (დიდი რაოდენობით) ფორმით, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებისა და განადგურების, მათი საბინადრო გარემოს დარღვევის ან გაუარესების გარეშე.
2.გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.
