1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალურ სარგებლობას განეკუთვნება ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მობინადრე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ყველა სახეობა , რომელიც ხორციელდება მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღების საშუალებით ( გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ) .
2.გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების მიზნით დასაშვებია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლების პირობებში , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვით ( ლიცენზიით ) .
4.ეს მოთხოვნები ასევე ვრცელდება მიწის მესაკუთრეებზე და მოსარგებლეებზე , რომელთა მიწის ნაკვეთებზეც ბინადრობენ ( იმყოფებიან ) ცხოველთა სამყაროს ობიექტები .
5.ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესს ადგენს “ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ ” დებულება , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალს ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ( მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ ” .
6.ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესები , ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი განისაზღვრება “ ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების , ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ ” დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო .
