1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ვადიანია.
2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეობების, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, გეოგრაფიული გავრცელებისა და ლიცენზიის სახეობების მიხედვით დგინდება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადები.
3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა არანაკლებ 10 წლის ვადით.
4.ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და გარეულ ცხოველთა სახეობების მიხედვით შეიმუშავებს, იღებს და აქვეყნებს სამინისტრო ბრძანებით „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.
