1.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
წყლის რესურსების მართვის შესახებ
წყლის რესურსების მართვის შესახებ
1.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, შესაბამისი მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის გათვალისწინებით, გაიცემა: ა) საირიგაციო სისტემების წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 25 წლის ვადით; ბ) მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის − არაუმეტეს 30 წლის ვადით; გ) ჰიდროელექტროსადგურისა და თბოელექტროსადგურის წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 49 წლის ვადით (სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით).
3.წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სახელმწიფო მონიტორინგის არანაკლებ ბოლო 10 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რაოდენობრივი მაჩვენებლების ბუნებრივი პირობებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, გადახედოს გაცემული წყალსარგებლობის ნებართვას და შეიტანოს მასში ცვლილება. თავი V წყლის რესურსების მართვის სისტემა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.