1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადები მოიცავს : ა ) გადასახადებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის ; ბ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელს .
2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადისა და ჯარიმის გადახდა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებების შესრულების ვალდებულებისაგან და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან .
3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადი გადაიხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის დღიდან ლიცენზიის მოქმედების მთელი ვადით .
