1.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით , საქართველოში მოქმედებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა . ამ სისტემის მიზანია : ა ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა ; ბ ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ; გ ) ცხოველთა დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და მათი დერივატებით ვაჭრობის , მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ; დ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება ; ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება და დაცვა ; ვ ) საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .
2.საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).
3.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის , აღრიცხვის , მონიტორინგის , ლიცენზირების , კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238
