1.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა .
2.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება , რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან .
3.საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო , აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – დაცული ტერიტორიების სააგენტო .
4.სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას , აგრეთვე , ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას .
5.სამინისტროს უფლება აქვს : ა ) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა , აგრეთვე , ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების , ვადების , კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა ; ბ ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ ; გ ) შეაჩეროს სამუშაოები , რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის , მათი საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების , მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები , კვოტები და სხვა მოთხოვნები , სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები .
6.(ამოღებულია).
