საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Article 33. ზედამხედველობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების შესახებ.
3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მხარეების მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. თავი IV 1 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირება საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73
