1.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.(ამოღებულია - 05.09.2018, №3379).
3.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით.
4.საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5.საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.
6.ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას − დასკვნისათვის.
7.საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
8.საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
9.წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
10.უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადისა. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები თავიანთ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებები უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტიკურ ტექსტს ქართულ ენაზე და(უცხოენოვანი შესაბამისაუთენტური უცხოურტექსტის ენაზე,არსებობისას წარდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე ქართული თარგმანი), საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაშიშემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებისცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულებ ისათვისშესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს დასკვნისათვის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოს. 6. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ თავის დასკვნებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 7. საქართველოს პრეზიდენტთან წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ამ ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური ორგანოს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. 8. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 9. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012 წ.
The amendments this article has been through
The process for submitting proposals for international treaties is redefined, requiring specific documentation (authentic texts, justifications) and reviews by multiple ministries (Justice, Finance, relevant ministry/security service/prosecutor’s office).
amending act №4422448The process for submitting treaty proposals is standardized, requiring all relevant agencies (Ministry, State Security Service, Prosecutor’s Office, and Emergency Management Service) to submit their proposals to the Ministry of Foreign Affairs with detailed supporting documentation.
amending act №4375397Removes a timeframe for submitting proposals regarding treaties and clarifies how offers for treaties are presented to the government.
amending act №4266423The amendment details a standardized process for submitting treaty ratification proposals, including required documentation like authentic texts in both Georgian and foreign languages, justifications, and impact assessments from relevant ministries (Justice, Finance, and potentially SEMA).
amending act №4235088Details the process for submitting treaty proposals, requiring both ministries/SSU to provide detailed justifications and supporting documentation (authentic texts, impact assessments) to the Ministry of Foreign Affairs before forwarding to the government.
amending act №3120446Establishes timelines for submitting treaty proposals to the Government and President (depending on constitutional authority), and outlines requirements for content of such proposals from ministries.
amending act №2016410Similar to Article 8, allows access to premises (excluding diplomatic missions) for law enforcement in urgent situations.
amending act №1682968Describe your situation — we'll help you find the right specialist.