1.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით უნდა განიხილოს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები; ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტროს ერთდროულად მრავალმა უცხოელმა ან/და მოქალაქეობის არმქონე პირმა წარუდგინა, რაც ართულებს განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას.
