Article 12. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში მუნიციპალიტეტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფენ: ა) წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებას, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობას; ა.ბ) სასმელი წყლის წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცებას; ბ) მოსახლეობისათვის წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
