1.წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის გამოყენებისა და დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვა, რომლის წყლის ფონდის მიწები განლაგებულია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ სამთო მინაკუთვნის გამოყოფა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებზე ზედამხედველობა; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის სახელმწიფო აღრიცხვა, მისი გამოყენების რეგისტრირება; ზ) მონაწილეობა საქართველოს წყლების გამოყენებისა და დაცვის ერთიანი, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზაციაში; თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება; ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ცალკეულ ობიექტებზე, მათ შორის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში, წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა; კ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ლ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება; მ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში; ნ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Article 11. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში
Consolidation №27 Verified against the current consolidation · 30 Jun 2023
The story of this article· 2
The amendments this article has been through
- · published 5 Apr 2013
Modifies subparagraph 'a' of paragraph 1, removes 'd' & 'k' regarding autonomous republic authority competencies.
amending act №1887164 Removal of sub-point 'a' and renumbering of subsequent sub-points in paragraph 2.
amending act №17206
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
