Consolidation №105 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1.პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2.თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად , წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია .
პირი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლების მომდევნო წელს, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 3 1 . თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.
4.პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
5.საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია. 5 1 . რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა ამ მუხლის 5 2 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ეს დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე. 5 2 . „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 1 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. 5 3 . ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ ეს 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირები ვალდებული არიან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსონ და წარადგინონ არაუგვიანეს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 5 4 . ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსონ და წარადგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამის თვეში.
6.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, შემოსავლები/გასავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, ხოლო საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშები ან/და შენატანები, რომელთა განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, − მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით.
7.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 10 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.
8.თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან.
9.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10.შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების ვალდებულებისგან. 10 1 . სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალური აუდიტორი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამისად სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება აღნიშნულ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან.
11.თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების მომენტიდან.
12.თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.
13.(ამოღებულია - 29.05.2024, №4212) . საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1179-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.53 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3548-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.295 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1666 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2272 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 4 აპრილის კანონი №4462 – ვებგვერდი, 11.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 1 მაისის კანონი №4527 – ვებგვერდი, 02.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის კანონი №448 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3132 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4212 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1033 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
Compare versions
1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულსამსახურსბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად , წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია . 3. პირი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლების მომდევნო წელს, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 3 1 . თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. 5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია. 5 1 . რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა ამ მუხლის 5 2 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ეს დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე. 5 2 . „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 1 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სახელმწიფოანტიკორუფციულიაუდიტისბიუროსსამსახურისოფიციალურ ვებგვერდზე. 5 3 . ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულსამსახურსბიუროს წარუდგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ ეს 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირები ვალდებული არიან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსონ და წარადგინონ არაუგვიანეს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 5 4 . ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსონ და წარადგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამის თვეში. 6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, შემოსავლები/გასავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, ხოლო საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშები ან/და შენატანები, რომელთა განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, − მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით. 7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 10 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. 8. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან. 9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულისამსახურიბიურო გასცემს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულსამსახურსბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფოანტიკორუფციულიაუდიტისბიუროსსამსახურიუფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულისამსახურისთვისბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან. 10 1 . სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულსამსახურს.ბიუროს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალურიანტიკორუფციულიაუდიტორიბიუროსუფროსი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამისად სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება აღნიშნულ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულისამსახურისთვისბიუროსთვის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან. 11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულისამსახურისთვისბიუროსთვის მიწოდების მომენტიდან. 12.თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, სახელმწიფო აუდიტისანტიკორუფციულისამსახურიბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე. 13. (ამოღებულია - 29.05.2024, №4212) . საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1179-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.53 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3548-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.295 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1666 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2272 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 4 აპრილის კანონი №4462 – ვებგვერდი, 11.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 1 მაისის კანონი №4527 – ვებგვერდი, 02.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის კანონი №448 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3132 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4212 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1033 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
CitationRelated by meaningკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საგადასახა…საქართველოს საარჩევნო …ამნისტიისა და არადეკლა…