საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 7 1 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით); ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით); გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.
2. მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.
3. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია. 3 1 . (ამოღებულია - 01.05.2015, №3581) ;
4. ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით. 4 1 . ( ამოღებულია - 26.12.2014, №3015 ).
5. მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ. 5 1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს: ა) გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს; ბ) გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.
6. მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობისას ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე: ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) ფიზიკური პირის მიერ ქონების საჩუქრად მიღების (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა და III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) შემთხვევაში; გ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში.
7. III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
8. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3, 9 1 და 9 3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ.
11. ფიზიკური პირები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 7 1 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.
12. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №118 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3015 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი