1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 1 1 . საქართველოს პარლამენტის წევრზე ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი და სააპელაციო საბჭოს წევრის საქმიანობისა, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების ექსპერტის საქმიანობისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა). ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი და სააპელაციო საბჭოს წევრის საქმიანობას, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების ექსპერტის საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის შესასრულებლად შექმნილ კომისიაში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. 2 1 . საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. 2 2 . საქართველოს მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. 2 3 . საქართველოს პარლამენტის წევრის შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
Legal map
Click a node to open
Related by meaningადგილობრივი წარმომადგე…საჯარო სამსახურის შესა…უმაღლესი განათლების შე…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს საარჩევნო …საჯარო სამსახურში ინტე…
For information only — not legal advice.
3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს.
4. საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.
6. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.
8. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.
9. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე რომელიმე საჯარო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი.
10. განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.
11. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
12. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
13. არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი.
14. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
15. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს.
16. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ: ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები; ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია.
17. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საკრებულოს იმ წევრზე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირი არ არის.
18. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურისა, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, იმ საწარმოსი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოსი) მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე; დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი და სააპელაციო საბჭოს წევრის საქმიანობას, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების ექსპერტის საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 18 1 . თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში. 18 2 . სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა), იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში მრჩევლად მიღებული პირი თავის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ ახორციელებს. 18 3 . ამ მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს, შეთავსებით განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. 18 4 . სამხედრო მოსამსახურის შეთავსებით საქმიანობის განხორციელების საკითხები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით. 18 5 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, შეთავსებით განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში, თუ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქმიანობას აღნიშნულ სფეროებში ახორციელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 18 6 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ანაზღაურების მიღების გარეშე იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვაში გადაცემული ან მის/მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საწარმოს ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სამეთვალყურეო ორგანოს წევრი. ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემულ წერილობით თანხმობას. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 18 7 . სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი, სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვთ, ანაზღაურებადი საქმიანობა განახორციელონ სამედიცინო სფეროში არამენეჯერულ თანამდებობაზე. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის მოადგილე ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი − დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 18 8 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა ამ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე აღნიშნული სამსახურის პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 18 9 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკს/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველს და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამ დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში, შესაბამისად, სოციალურ მუშაკად/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველად ან ფსიქოლოგად/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის პირთა შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
19. ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
20. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს: ა) ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც აქვთ უფლება, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ მუხლის 18 1 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებში დასაქმებულ პირებსაც აქვთ უფლება, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ მუხლის 18 1 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2760 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3889 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3523 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №396 - ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №836 - ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 29 ოქტომბრის კანონი №1015 – ვებგვერდი, 29.10.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1052 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1197 – ვებგვერდი, 15.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1481 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1551 – ვებგვერდი, 29.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1622 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი III 1 . საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. მუხლი 13 1 1. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება .
2. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების გარდა, საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიებისათვის ან/და ცალკეული საჯარო დაწესებულებებისათვის შეიძლება დაწესდეს საჯარო მოსამსახურის ქცევის სპეციალური წესები.
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთათვის საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესების ხელმისაწვდომობა და გაცნობა.
4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესები.
5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) ან ამ საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. მუხლი 13 2 1. საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.
2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს.
3. საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი მომსახურებით სარგებლობს.
4. საჯარო მოსამსახურემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. საჯარო მოსამსახურემ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი რესურსებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი.
5. თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.
6. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
7. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.
8. საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. მუხლი 13 3 1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირება.
3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი ნორმებისა და სხვა მოთხოვნების დაცვით, სადაც ის მუშაობს.
4. თუ საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა, მან ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი კანონით დადგენილი წესით.
5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი და სხვა ინფორმაციის ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით ) კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა საჯარო მოსამსახურეზე მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც ვრცელდება. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. მუხლი 13 4 1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის; გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე/არჩევამდე ან დანიშვნის/არჩევის შემდეგ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი.
3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნიდან/არჩევიდან 1 თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე, საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული იმ პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე საჯარო დაწესებულებაში, სადაც საქმიანობს საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის სათანადო წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათი კავშირის ამსახველი ინფორმაცია, წარედგინება და აღირიცხება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში.
4. ამ თავის მიზნებისათვის „საჯარო მოსამსახურესთან დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე სხვა პირი, რომლებთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო მეურნეობა (შინამეურნეობა), ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. მუხლი 13 5 1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. 1 1 . საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა), გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩუქრის ან მომსახურების მიღებისა, უფლება აქვს, იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
2. თუ გაურკვეველია, აქვს თუ არა საჯარო მოსამსახურეს შეთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს.
3. საჯარო მოსამსახურისათვის ამ კანონით აკრძალული სარგებლის შეთავაზების შემთხვევაში იგი ვალდებულია: ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; ბ) შეეცადოს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა; გ) შეზღუდოს იმ პირთან კონტაქტი, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა, და შეეცადოს მისი შეთავაზების საფუძვლის დადგენას; დ) თუ საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება შეუძლებელია, ეს საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებით ამხილოს იგი ამ კანონით დადგენილი წესით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5991 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №396 - ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 13 6 1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ე 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია გენერალური აუდიტორის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3268 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი IV. ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით