Article 64. სამსახურებრივი შეუთავსებლობა
1. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1610-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.19 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3318-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.26 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3397-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.34
