Article 13^3
1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირება.
2. დაუშვებელია საჯარო მოსამსახურემ მიზანმიმართულად გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.
3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი ნორმებისა და სხვა მოთხოვნების დაცვით, სადაც ის მუშაობს.
4. თუ საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა, მან ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი კანონით დადგენილი წესით.
5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი და სხვა ინფორმაციის ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით ) კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა საჯარო მოსამსახურეზე მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც ვრცელდება.
