სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Article 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.
2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.
4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავშირებით უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა დასვას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
