Article 14
1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად , წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია .
3. პირი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლების მომდევნო წელს, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 3 1 . თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.
4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია. 5 1 . რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა ამ მუხლის 5 2 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ეს დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე. 5 2 . „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 1 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. 5 3 . ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ ეს 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირები ვალდებული არიან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსონ და წარადგინონ არაუგვიანეს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 5 4 . ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსონ და წარადგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამის თვეში.
