Article 19^1
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ თავით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.
