Article 20. ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
Consolidation №11 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოება; გ) მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
