1.
1.
Closest in meaning — including in other laws
საერთაშორისო დაცვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ა.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ა.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს; ბ) იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.
3.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) მასზე ვრცელდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „D“ ნაწილი; ე) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
These lawyers work in the legal area related to this article.