1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ინდივიდუალურად და ფასდება წარდგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული არსებითი ფაქტები, რომლებიც ეხება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობას, წარმოშობის ქვეყანას, სამგზავრო დოკუმენტებს, მგზავრობის მარშრუტს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველს და ამ საფუძველთან დაკავშირებით დედნის სახით წარდგენილ დოკუმენტაციას.



