Article 49^1. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
1. უცხოელთან/მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს/მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ. თავი VI ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
