1.სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2.სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს ამოცანების შესრულებას და უფლებამოსილებების განხორციელებას. ისინი შეიძლება მოხმარდეს სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
5.სააგენტოს წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


