Closest in meaning — including in other laws
საჯარო შესყიდვების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასური და განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასური; გ) განაცხადის/წინადადების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტია; დ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევით მიღებული შემოსავალი; ე) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირების საფასური და საჯარო შესყიდვის სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის საფასური; ვ) საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2.სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში. თავი IV 1 ცენტრალური შემსყიდველი ორგანო საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
These lawyers work in the legal area related to this article.