„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Article 14. კომისიის შექმნის წესი
1. ღია და დახურული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი კომისია. კომისია იქმნება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მე-2 რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ყველა თანამდებობა ვაკანტურია.
3. თუ საჯარო დაწესებულებაში პროფესიული საჯარო მოხელის პირველი ან მეორე რანგის ყველა თანამდებობა ვაკანტურია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი გამოცდილების მქონე პირველი ან მე-2 რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეს.
