Article 7. სატენდერო კომისია
1. ღია და დახურულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
3. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი , რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.
4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიაში, ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სახაზინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
5. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
