„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Article 28. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება
1. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობას; დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ; ე) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას; ვ) საჯარო დაწესებულების მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს.
2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
