1.
1.
Closest in meaning — including in other laws
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია: ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით; ბ) სამსახურებრივი საჭიროება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა.
3.მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
4.მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს, გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ.
5.მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
6.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია.
The amendments this article has been through
The definition of grounds for official travel is replaced with reference to the Law of Georgia on Public Service Article 4(2).
amending act №6220307Describe your situation — we'll help you find the right specialist.