საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1244. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია
1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.
2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
3. შვილება ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2382 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ . , მუხ . 399 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის კანონი №3657 - სსმ I, №53, 11.10.2010 წ ., მუხ .341 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4055 - სსმ I, №76,29.12.2010 წ., მუხ.499 მუხლი 1245. მშვილებელი მშვილებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
