გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Article 43. საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა
1. საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხზე, გზშ-ის ანგარიშზე, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; ბ) ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
